ჩვენს შესახებ

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ბონაკო“ წარმოადგენს საფინანსო კომპანიას, რომლის ძირითადი საქმიანობაც ფიზიკური და იურიდიული პირების დაკრედიტებაა.

 

კომპანიამ საქმიანობა 2010 წლის იანვარში დაიწყო, ხოლო იმავე წლის ნოემბერში კომპანიას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭა.

 

ჩვენი საკრედიტო პროდუქტები ემსახურება, როგორც ფიზიკური პირების დაკრედიტებას, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო რესურსებით უზრუნველყოფას.

 

ჩვენი მისია ხარისხიანი და ეფექტური მომსახურების შეთავაზებაა მომხმარებლებისათვის.

 

ჩვენთვის პრიორიტეტულია პროდუქტების მუდმივი დახვეწა, გამრავალფეროვნება და მათი მორგება მომხმარებლების მოთხოვნებზე.

 

ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებლებს მუდმივად ჰქონდეთ კომპანიის სტაბილურობის განცდა, ვიყოთ მათი საიმედო პარტნიორი, შევთავაზოთ მათთვის მისაღები და მოქნილი პროდუქტები.

 

ჩვენი სერვისით სარგებლობა მომხმარებელს  შეუძლია 24 საათის განმავლობაში კვირის ნებისმიერ დღეს.